top of page

კაკალი

როდის შემიძლია კაკლის ხეების დარგვა?

კაკლის ნერგების დარგვა შესაძლებელია ნოემბრიდან მომდევნო წლის აპრილის ჩათვლით. ამ თვეების განმავლობაში ხე იმყოფება ძილის მდგომარეობაში (ზამთრის ძილი)

 

კაკლის რომელი ჯიში ავირჩიო?

კაკლის ხის შესაბამისი ჯიში თქვენი მიწის ნაკვეთის კლიმატისა და სიმაღლის (ზღვის დონიდან) მიხედვით უნდა აირჩიოთ.

  • ჩანდლერი საუკეთესო სახეობაა მოსავლიანობისა და ნიგოზის ხარისხის მხრივ. ამასთან იგი ჩვენი ყველაზე პოპულარული ჯიშია. ჩანდლერის დასარგავად აუცილებელია, რომ თქვენი ნაკვეთი მდებარეობდეს ზღვის დონიდან 1200 მეტრზე ან დაბლა. რეკომენდებულია მისი დარგვა დამამტვერიანებელ სახეობასთან, ფრანკეტთან, ერთად

  • ფერნორისიცივის კარგად ამტანი სახეობაა, რომელსაც მაღალი მოსავლიანობა ახასიათებს. მისი დარგვა შესაძლებელია 1200 მეტრზე მეტი სიმაღლის მქონე მიწის ნაკვეთებზე. ნაყოფი მაღალი ხარისხისაა, კაკლის გული კი თავისი განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა. რეკომენდებულია მისი დარგვა დამამტვერიანებელ სახეობასთან, ფერნეტთან, ერთად

რამდენი ნერგის დარგვა შემიძლია ჩემს ნაკვეთზე?

ერთ ჰექტარზე 280 ნერგის დარგვაა შესაძლებელი. ხეებს შორის მანძილი მინიმუმ 5 მეტრი უნდა იყოს; ამასთან, რიგებს შორის დაშორება - მინიმუმ 6 მეტრი.

ჩვენს შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს აგრარულ გაერთიანებაში (GAU) -  ჩვენ გამოცდილ და მაღალკვალიფიციურ გუნდთან თანამშრომლობით დარწმუნდებით, რომ მიიღებთ ხარისხიან მომსახურებას და პროდუქტებს.  ჩვენი მომხმარებლები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვსურს წარმატებული იყოთ თქვენს აგრობიზნესში.

კონტაქტი

ალ.ჭავჭავაძის ქ.#1, სოფ.ველისციხე 1506,  გურჯაანი, საქართველო
Email: info@gauplants.com
ტელ: +995 599 293833
Fax: 

ინფორმაცია

ჩვენს შესახებ


Delivery Information


Terms & Conditions


My Account


კონტაქტი

  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

© 2021 by GAU

bottom of page